Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  დასკვნითი და დამატებითი  გამოცდების  ჩატარების შესახებ

ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დასკვნითი გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“ -ის მეშვეობით;
2. დასკვნითი და დამატებითი  გამოცდების ჩატარების ფორმატი:
1)  ზეპირი გამოცდა “ZOOM”  - ში, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით; 
2) წერითი გამოცდა  „e- learning“  აკადემიური პლატფორმაზე;
3) ლექტორი თავად ირჩევს გამოცდის ფორმატს.
3. დამატებით  გამოცდაზე  დაშვების  წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური, დაუძლეველი პირობა;
4. ლექტორი ვალდებულია, დეტალური ინფორმაცია დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e- learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე;
5. ფაკულტეტის    სასწავლო  პროცესის   მართვის   სამსახურმა    უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.